სხვა

14:05 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დანია ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა (+VIDEO)

პოლონეთსა და შვედეთში გამართული ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული დანიის ნაკრები გახდა. ჩრდილოელებმა ფინალში საფრანგეთი 34:29 დაამარცხეს.



გამარჯვებულ დანიის ნაკრებს ლაუგემ ულიდერა, რომელმაც 10 გოლის გატანა მოახერხა. 9 გოლი იყო პიტლიკის ანგარიშზე, 6-ჯერ კი თავი გიდსელმა გამოიჩინა.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო რემილი იყო, რომელმაც 6 ბურთი გაიტანა. 5 გოლი იყო დიკა მემის ანგარიშზე.

დანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა და აღსანიშნავია, რომ სამივე ოქროს მედალი ბოლო 3 მსოფლიო ჩემპიონატზე იქნა აღებული. დანიას კარგი შანსი ექნება 2025 წელსაც წარმატების განმეორების, რადგან ხორვატიასთან და ნორვეგიასთან ერთად, ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ ეს ქვეყანა იქნება.

ბრინჯაოს მედლები ესპანეთს დარჩა, რომელმაც შვედეთი 39:36 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12607