კალათბურთი

11:15 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა კვლავ ცოტა ითამაშა, იანისმა კი „ბაქსს“ მოაგებინა

NBA-ში „მილუოკი ბაქსისა“ და „ნიუ ორლეან პელიკანსის“ დაპირისპირება გაიმართა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. „ბაქსის“ შემადგენლობაში პარკეტზე გამოჩნდა სანდრო მამუკელაშვილიც.



ქართველმა კალათბურთელმა დღევანდელ შეხვედრაში საკმაოდ ცოტა, 2:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 ჩატენვა შეასრულა და მატჩი 2 ქულით დაასრულა.

„მილუოკი ბაქსის“ რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა იანის ანტეტოკუნმპოს. „გრიკ ფრიკმა“ არც თუ ისე დიდ დროში, 30 წუთში 50 ქულა ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიამატა და გუნდის გამარჯვებაში უმთავრესი წვლილი შეიტანა.

მატჩი „მილუოკი ბაქსის“ გამარჯვებით, 135:110 დასრულდა.

სტუმართა რიგებში განსაკუთრებით გამორჩეული არავინ ყოფილა. საუკეთესო 18 ქულით ხოსე ალვარადო იყო.

ეს „მილუოკი ბაქსის“ 33-ე გამარჯვება იყო ლიგაში 17 მარცხის წინააღმდეგ, რითაც ეს გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციას იკავებს. „ნიუ ორლეან პელიკანსს“ 26 მოგება და 25 მარცხი აქვს და დასავლეთში მეექვსეა.

მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 1 თებერვალს, „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116117