კალათბურთი

22:48 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენის 5 სამქულიანი და 20 ქულა "მურსიას" მოსაგებად არ ეყო

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-18 ტურში თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ საკუთარ მოედანზე „ბასკონიასთან“ 80:87 წააგო.

ანდრონიკაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო მაკფადენი საკუთარ გუნდში საუკეთესო გახლდათ. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 22:24 წუთში 20 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თადმა 2-დან 1 ორქულიანი, 11-დან 5 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

„მურსია“ 8 გამარჯვებით და 10 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 თებერვალს, სტუმრად „ბეტისთან“ ჩაატარებს.

0.130022