ფეხბურთი

14:34 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "ლიონიდან" 19 წლის მცველი დაიმატა

ლონდონის „ჩელსიმ“ „ლიონიდან“ ნიჭიერი ფრანგი მცველი, მალო გუსტო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონელებმა 35 მილიონი ევრო გაიღეს და კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმეს. თუმცა, მალო გუსტო მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ლიონში“ დარჩება და „ჩელსის“ ზაფხულში შეუერთდება.

მალო გუსტო „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია და 2021 წლიდან 54 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლ არ გაუტანია.

მას შემდეგ, რაც „ჩელსი“ ტოდ ბოელიმ შეიძინა ტრანსფერებში დანახარჯი უკვე 600 მილიონ ევროს აღემატება. ლონდონელებმა მიმდინარე თვეში მანამდე ანდრეი სანტოსი, ბენუა ბადიაშილი, მიხაილო მუდრიკი, ჟოაო ფელიქსი, დავიდ ფოფანა და ნონი მადუეკე დაიმატეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1114