ფეხბურთი

18:43 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„გაგრამ“ 26 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა

26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, მატეუშ მარკონდელე ახალი სეზონიდან კარიერას საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ გააგრძელებს.



ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა სამშობლოში, „პონტე პრეტასა“ და „ოდაქსში“ თამაშის შემდგომ ევროპას მიაშურა და ლიეტუვურ „ჰეგელმანში“ ჩაირიცხა, სადაც 27 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

„გაგრამ“ გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ახალ სეზონს ახალი ძალებით ხვდება. გუნდი თამაზ მაქაცარიამ, ოთარ ფარულავამ, ზურაბ სეხნიაშვილმა, ნიკოლოზ ჭანტურიამ, ივანე ხაბელაშვილმა, გიორგი ბუხაიძემ, ტამიმუ უორუმ, არფანგ დაფემ და მარიო შარბელ ბამ დატოვეს. ბრაზილიელი ახალწვეულის გარდა, კლუბმა ცოტა ხნის წინ გამოცდილი მცველი, ლევან კაკუბავა დაიმატა, რომელმაც 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

0.116009