ფეხბურთი

17:43 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია-დიბალას დაპირისპირება: იტალიაში აქცენტი მათზე კეთდება

იტალიის სერია A-ს მეოცე ტურში „ნაპოლი“ – „რომას“ უმასპინძლებს და ეს შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიასა და პაულო დიბალას დაპირისპირებადაც მოინათლა. ნეაპოლური გამოცემა Calcionapoli24 სწორედ ქართველისა და არგენტინის შესახებ წერს:

„ნაპოლი“ – „რომას“ თამაში ასევე არის ორი ფეხბურთელის დაპირისპირება, რომლებიც ხალხს ფეხბურთს თავიანთი სათამაშო სტილით აყვარებენ - ხვიჩა კვარაცხელია და პაულო დიბალა.

ერთი ნეაპოლში ხმაურის გარეშე ჩავიდა, მეორეს რომში ძალიან დიდი დახვედრა მოუწყვეს. ვსაუბრობთ ასაკით განსხვავებულ ფეხბურთელებზე, რომლებსაც პოზიციაც განსხვავებული აქვთ: ქართველი გარემარბია, არგენტინელი უფრო გამთამაშებელი.

ორივეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7-7 გოლი აქვთ გატანილი, ქართველს 4 საგოლე პასით მეტი აქვს, მაგრამ ორი თამაშით მეტიც ჩაატარა. ნებისმიერ შემთხვევაში, სტატისტიკა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.

ერთი შეიძლება მეორეს გერჩივნოს, ეს გულშემატკივრობის საკითხია, მაგრამ თუ კვარას მაღალ დონეზე თამაშის წლები ჯერ კიდევ აკლია, არგენტინელი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია უკვე თითქმის ათწლეულია. დიბალას „იუვენტუსთან“ განშორების შემდეგ „ნაპოლისაც“ უკავშირებდნენ და „აძურის“ ფანებიც აღფრთოვანებული იყვნენ, მაგრამ შემდეგ მან „ჯალოროსიში“ გადასვლა გადაწყვიტა.

„ნაპოლი“ – „რომა“ ამ ორ ტალანტს შორის გამოწვევაც იქნება. ქართველი არგენტინელზე 8 წლით უმცროსია და შეუძლია დაამტკიცოს მომდევნო წლებში ის, რაც „აძურის“ მაისურით განვლილ თვეებში აჩვენა და ის, რომ არგენტინელზე უკეთესია. კვარას კარიერაში დიბალაზე ბევრი რამის და უკეთესის გაკეთების წინაპირობა აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, ქართველი მომავლად და არგენტინელი აწმყოდ უნდა მივიჩნიოთ.

ფეხბურთის ყველა მოყვარულს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს და თავისი გემოვნება ჰქონდეს, მაგრამ ფეხბურთს თავისი წესები აქვს: ნებისმიერ გუნდს, რომელსაც ექნება არჩევანი მათ შორის კონტრაქტის გაფორმების, ეჭვგარეშეა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აირჩევს“, - წერს Calcionapoli.

შეგახსენებთ, პირველ წრეში „ნაპოლიმ“ „რომა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. იმ შეხვედრაში გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიაც მოედანზე იყო, ხოლო პაულო დიბალას ტრავმის გამო არ უთამაშია. ამ გუნდების მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119744