ფეხბურთი

11:00 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" მორიგი ტრანსფერი: 19 წლის მცველთან შეთანხმება მიღწეულია

ლონდონის „ჩელსი“ ნიჭიერ ფრანგ ფეხბურთელს, მალო გუსტოს დაიმატებს. ტრანსფერზე შეთანხმება პრაქტიკულად შედგა და მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.

19 წლის მცველის სანაცვლოდ ლონდონელები „ლიონს“ 32 მილიონ ევროს გადაუხდიან. აღსანიშნავია, რომ გუსტო მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ლიონში“ დარჩება და ინგლისში ზაფხულში გადაბარგდება.

მალო გუსტო „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია და 2021 წლიდან დღემდე 54 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლ არ გაუტანია.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში „ჩელსის“ დანახარჯი უკვე 500 მილიონ ევროს გადაცდა. ლონდონელებმა მანამდე ანდრეი სანტოსი, ბენუა ბადიაშილი, მიხაილო მუდრიკი, ჟოაო ფელიქსი, დავიდ ფოფანა და ნონი მადუეკე დაიმატეს.

0.120112