სხვა

23:44 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრის ფრუმი ტურ დე ფრანსისთვის ემზადება

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი კრის ფრუმი, ფრანგულ ველომარათონზე გამოსვლას კიდევ ერთხელ გეგმავს. ამის საშუალებას მას აძლევს უაილდ ქარდი, რომელიც მის გუნდ "ისრაელ პრემიერ ტეკს" ორგანიზატორებმა მისცეს.


ველომარათონში მონაწილეობას ოცი გუნდი მიიღებს, რომლებსაც რვა-რვა წევრი ეყოლებათ. ავტომატურ კვალიფიკაციას ვორლდ ტურის საუკეთესო 18 გუნდი ღებულობს, ორი ადგილი მეორე დონის ლიგა პროტიმზის ორ საუკეთესო გუნდს ენიჭება. ამათ კი უაილდ ქარდით ორი გუნდი ემატება.
"ისრაელ პრემიერ ტეკმა" შარშანდელ ტურზე ორი ეტაპი მოიგო და მასში არაერთი ძლიერი ველომრბოლი ირიცხება, მათ შორის, ფრუმი.
ტურის მონაწილე გუნდებში ყველაზე მეტი - ხუთი ფრანგულია. ტუმცა წინა ორ ველომარათონში ექვს-ექვსმა ფრანგულმა გუნდმა იასპარეზა. ბელგიას ოთხი გუნდი ჰყავს, ჰოლანდიას და შეერთებულ შტატებს კი - ორ-ორი.
წლევანდელი ტურ დე ფრანსი სტარტს ბილბაოში (ესპანეთი), 1 ივლისს აიღებს და 23 ივლისს, პარიზში დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117218