სხვა

20:44 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაზაკოვა-რევიას წყვილი ევროპის ჩემპიონატზე მე-8 ადგილზეა

ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულმა ცეკვებმა წარმოადგინეს ლათინოამერიკულ რითმებზე შესრულებული პროგრამები.

მონაწილე 23 წყვილს შორის ქართველი მოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია რითმული ცეკვის შემდეგ 68.55 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან და სერიოზულ შანსებს ინარჩუნებენ ევროპის საუკეთესო ათეულში ადგილის დასამკვიდრებლად.

მოცეკვევე წყვილები თავიანთ თავისუფალ ცეკვას 28 იანვარს წარმოადგენენ. დღეს კი გვიან ღამით, ცნობილი გახდება მამაკაცების კატეგორიაში ევროპის ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობა.

თავისუფალი პროგრამის წინ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი სპორტსმენები მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე წარმატებით იასპარეზებენ და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეუნარჩუნებენ 2 საგზურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106964