სხვა

20:44 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ლიდერია

ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 27 ქვეყნის 30 მოციგურავე ქალი თავიანთი მოკლე პროგრამით წარსდგა მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე.

დღევანდელი დღე კიდევ ერთი გამორჩეული მოვლენა აღმოჩნდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში. პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მოკლე პროგრამაში საუკეთესო აღმოჩნდა და 69.81 ქულით პირველ პოზიციაზეა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა.

ტექნიკურად უშეცდომოდ შესრულებული მოკლე პროგრამა უკონკურენტო აღმოჩნდა ასპარეზობის პირველ სეგმენტში. ანასტასია გუბანოვამ ეს წარმატება დაიმსახურა და საქართველოს მცირე ოქროს მედალი მოუტანა, რომელიც დიდი სტიმული იქნება ქართველი სპორტსმენისათვის თავისუფალი პროგრამის წინ, რომელიც შაბათს, 28 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115811