კალათბურთი

10:08 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის 46 ქულა „ლეიკერსს“ მოსაგებად არ ეყო

ცოტა ხნის წინ „სტეიპლს ცენტრში“ დასრულდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ლოს ანჯელეს“ კლიპერსის დაპირისპირება, რომლიც გამარჯვებულიც ეს უკანასკნელი გახდა.



უკვე ჩვეულად, გასაოცარი მატჩი ჰქონდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერს, ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 32:35 წუთში 46 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ჯეიმსმა 14-დან 9 სამქულიანი გამოიყენა ზუსტად. ამ შედეგის დაფიქსირების შემდგომ, ლებრონი გახდა NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც ყველა გუნდის წინააღმდეგ მინიმუმ 40-ქულიანი მატჩი ჩაატარა. „მეფეს“ 224 ქულა სჭირდება, რათა კარიმ აბდულ-ჯაბარის სარეკორდო მიღწევას გადაასწროს და ლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდეს.

ლებრონ ჯეიმსის კარგ თამაშს თანაგუნდელებმა ვერ აუბეს მხარი, რის შედეგადაც, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ პრინციპულ მეტოქესთან 115:133 დამარცხდა.

„კლიპერსის“ შემადგენლობაში კარგი მატჩი ჰქონდა პოლ ჯორჯისა და კავაი ლეონარდის დუეტს. ჯორჯმა 36:14 წუთში 27 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, ლეონარდმა კი 35:19 წუთში 25 ქულას და 9 მოხსნას მოუყარა თავი.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ 26 მოგება და 24 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზე იმყოფება. „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ კი 22 მოგება და 26 წაგება აქვს და მხოლოდ მეცამეტეა.

მომდევნო შეხვედრებს ორივე მათგანი „სან ანტონიო სპერსის“ წინააღმდეგ გამართავს. „ლეიკერსი“ 26 რიცხვში, „კლიპერსი“ კი 27-ში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118439