ფეხბურთი

14:39 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი დანი ალვეშზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ დანი ალვეშის დაკავებაზე გაკეთებული კომენტარის გამო, სადაც მან განაცხადა, რომ შოკში იყო და ეს თემა სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, ბოდიში მოიხადა და მსხვერპლს მხარდაჭერა გამოუცხადა.



„ეს საკმაოდ ბუნდოვანი და მნიშვნელოვანი თემაა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს ქმედებ დაგმობილი უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ამას დანი აკეთებს, თუ ვინმე სხვა. მე ბოდიშს ვუხდი მსხვერპლს და მსგავსი ტიპის ძალობის შედეგად დაზარალებულებს.“

„ცუდად ვგრძნობ თავს. კარგი დღე არ მქონია. ვიცი, რომ ჩემი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩემთვის უდიდესი კლუბის ნაწილი ვარ ისტორიაში და ცუდად ვგრძნობ თავს ამ გაუგებრობის გამო. მგონი არც ისე ძალისმიერი ვიყავი ჩემს სიტყვებში. მე ნამდვილად ვწუხვარ.” - განაცხადა ჩავიმ.

დანი ალვეში ესპანეთის პოლიციამ პარასკევს საღამოს, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავა. მომდევნო დღეს, ბრაზილიელ ფეხბურთელს „პუმასმაც“ გაუწყვიტა კონტრაქტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128761