ფეხბურთი

13:16 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიაში, ისტორიაში პირველად, მსაჯმა თეთრი ბარათი გამოიყენა (+VIDEO)

„ბენფიკასა“ და ლისაბონის „სპორტინგის“ ქალთა დაპირისპირებაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მსაჯმა თეთრი ბარათი გამოიყენა.



პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც „ბენფიკა“ 3:0-ს იგებდა, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მასთან კი ორივე გუნდის ექიმმა მიირბინა და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შედეგად - შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ექიმებს სპორტული პატივისცემის გამოვლინებისთვის თეთრი ბარათი უჩვენა, რასაც „და ლუჟზე“ შეკრებილი ქომაგების აპლოდისმენტები მოჰყვა.

ეს წესი პორტუგალიაში FIFA-ს მიერ დანერგილი ინიციატივებიდან ერთ-ერთია. 5 ცვლილების განხორციელება, ან შეხვედრებისთვის უჩვეულოდ დიდი დროის დამატება მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ, თეთრი ბარათის ინიციატივა კი მსოფლიო ფეხბურთში ნელ-ნელა ინერგება.

რაც შეეხება მატჩს, „ბენფიკას“ ქალთა გუნდმა მეტოქე 5:0 დაამარცხა და პორტუგალიის თასის ნახევარფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117245