ფეხბურთი

21:11 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიას გოლი და დაუშვილის საგოლე პასი კვიპროსში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მეოცე ტურში ნიქოზიის „აპოელმა“ „აკრიტასი“ 2:0 დაამარცხა და გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა.

ნიქოზიელები მე-60 წუთზე სწორედ ქართველი ფორვარდის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა და მერე დონისმა მეორეც გაიტანა, რითაც მასპინძლებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. მეორე გოლში მურთაზ დაუშვილის წვლილია, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა. ქვილითაია ბოლო დროს კარგ ფორმაშია, შუა კვირაში თასზე დუბლი და საგოლე პასიც მიითვალა.

გიორგიმ 84-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ლაშა დვალი და მურთაზ დაუშვილი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყვნენ. ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებულ 18 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

ნიქოზიის „აპოელი“ 20 ტურის შემდეგ 46 ქულით მეორე ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლარნაკას „აეკს“, რომელსაც მომდევნო ტურში 28 იანვარს, სტუმრად დაუპირისპირდება.

0.126098