ფეხბურთი

18:34 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" გიორგი ქობულაძე დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ მარცხენა მცველი გიორგი ქობულაძე დაიმატა. ინფორმაცია იმერული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქობულაძე 2019 წლიდან „გაგრას“ შემადგენლობაში თამაშობდა და გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 36 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.

მანამდე 25 წლის მცველი „სასკოსა“ და უკრაინული „ინჰულეცის“ რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136659