ფეხბურთი

11:44 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" განელი ნახევარმცველი დაიმატა

წყალტუბოს “სამგურალს" ახალი ლეგიონერი ჰყავს. 23 წლის განელი საყრდენი ნახევარმცველი ჯუდ არტური გუნდს ანტალიაში, შეკრებაზე შეუერთდა.

“სამგურალის" ახალწვეული 2019 წლიდან ფინეთის ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი ლიგა) ასპარეზობდა.

გასულ წელს ჯუდ არტური ფინეთის ჩემპიონატის ზედა ექვსეულის გუნდების - “ჰაკასა" და “SJK სეინიაიოკის" ღირსებას იცავდა.

ფინეთის ჩემპიონატამდე, არტური განაში, საფეხბურთო კლუბ “ლიბერთის" ფეხბურთელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119543