ფეხბურთი

23:36 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპის უგოლო მე-1000

პრემიერლიგის 21-ე ტური „ლივერპული“ „ჩელსის“ მატჩით გახსნა და 0:0 დამთავრდა. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ზედიზედ მეხუთე შეხვედრა დასრულდა ფრედ, თანაც მიჯრით სამი - უგოლოდ. თუმცა, წინა ორი სათასოები გახლდათ და მატჩების ბედი იქ თერთმეტმეტრიანებმა გადაწყვიტა. აი, თამაშიდან კი გატანა აღარ გამოსდით.

შედეგი, ალბათ ობიექტური გახლდათ. პირველ ტაიმში „ჩელსი“ უკეთესი იყო, მეორეში - „ლივერპული“ მაგრამ, ჯამში თანაბარი თამაში გამოვიდა და ალბათ მეტოქეებმა უფრო 2-2 ქულა დაკარგეს, ვიდრე თითო მოიოვეს. ორივეს ეტყობა, რომ არ არიან საკეთესო ფორმაში. ბევრი იყო შეცდომები, თან ძალიან უწყინარ სიტუაციებშიც კი.

ეს მერსისაიდელთა დამრიგებლის, იურგენ კლოპის მე-1000 მატჩი გახლდათ მწვრთნელის რანგში.

ვნახეთ ლონდონელთა 100-მილიონიანი შენაძენის, უკრაინელი მიხაილო მუდრიკის დებიუტიც, რიმელმაც 55-ე წუთზე შეცვალა ლუის ჰოლი. საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა 22 წლის კრასნოგრადელმა (ხარკოვის ოლქის პატარა ქალაქია) ყმაწვილმა. ორჯერ სახიფათოდ შეუტია, ჯეიმს მილნერს ყვითელი ბარათიც „მიაღებინა.“

მოგეხსენებათ, მიხაილო ხვიჩა კვარაცხელიას ტოლია და ისიც მარცხენა გარემარბია. მათ ერთმანეთს ადარებენ ხოლმე.

ახლა ორივე გუნდმა 29 ქულა მოაგროვა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლების წყალობით, „ლივერპული“ მერვე ადგილზეა, „ჩელსი“ კი - მეათეზე.

ინგლისი

პრემიერლიგა

21-ე ტური. 21 იანვარი

ლივერპული - ჩელსი 0:0

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული: ალისონი, მილნერი (ალექანდერ-არნოლდი 72), კონატე, გომესი, რობერტსონი, ბაიჩეიტიჩი (ფაბინიო 82), ალკანტარა, კეიტა (ნუნიესი 63), ელიოტი (ჯონსი 82), გაკპო (ჰენდესრსონი 82), სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ჩელსი: კეპა, ჩალობა (ასპილიკუეტა 81), ტიაგუ სილვა, ბადიაშილი, კუკურელია, ჟორჟონიო, გალახერი, ჰოლი (მუდრიკი 55), მაუნტი (ჩუკვუემეკა 82), ზიეში, ჰავერცი (ობამეიანგი 81)

მწვთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ბაიჩეტიჩი (34), მილნერი (66), ჯონსი (90); ჩალობა )80)

კრისტალ პალასი - ნიუკასლი 0:0

ბორნმუთი - ნოტინგემ ფორესტი 1:1

1:0 ენტონი (28), 1:1 სარიჯი (84)

ლესტერი - ბრაიტონი 2:2

0:1 მიტომა (27), 1:1 ოლბრაიტონი (38), 2:1 ბარნსი (63), 2:2 ფერგიუსონი (88)

საუთჰემპტონი - ასტონ ვილა 0:1

0:1 უოტკინსი (77)

ვესტ ჰემი - ევერტონი 2:0

1:0, 2:0 ბოუენი (34, 42)

0.113296