ფეხბურთი

18:41 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიაში ბაჩანა არაბულის გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

ავსტრალიის ჩემპიონატში „მაკარტურიდან,“ სადაც ქართველი ბაჩანა არაბული თამაშობს, მთავარი მწვრთნელი, ცნობილი დუაით იორკი გაათავისუფლეს.



ავსტრალიის A-League-ს მე-13 ტურში „ადელაიდასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „მაკარტურსა“ და იორკს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს თანამდებობაზე.

13 ტურის შემდეგ „მაკარტური“ 17 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. ქართველ შემტევს ლიგაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

„მაკარტური“ დუაით იორკის პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იყო, თუმცა შესაძლოა ის უმუშევარი დიდხანს არ დარჩეს, რადგან მისი აყვანა კიდევ ერთ ავსტრალიურ გუნდს, „სიდნეის“ სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117678