ჩოგბურთი

16:19 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალშია

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იოლად დაამარცხა.

მატჩი ზუსტად 3 საათს გაგრძელდა, მაგრამ სერბმა მეტოქეს სამ სეტში მოუგო - 7:6, 6:3, 6:4.

ყველაზე დაძაბული პირველი სეტი გამოდგა, რომელშიც ჯოკოვიჩმა ტაიბრეიკზე 9:7 იმარჯვა, ხოლო მეორე და მესამე სეტების ბედი შედარებით მარტივად გადაწყვიტა. ამრიგად, მომდევნო ეტაპზე გავიდა.

აქვე გეტყვით, რომ მერვედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ალექს დე მინორს 23 იანვარს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130198