ფეხბურთი

23:40 | 20.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

შკრინიარი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა

„ინტერის“ მცველი მილან შკრინიარი დიდი ალბათობით, „პარი სენ ჟერმენში“ გადავა. 27 წლის ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის განახლებაზე შეთანხმებას მხარეები ვერ ახერხებენ.

„ინტერი“ შკრინიარს 6.5 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ სლოვაკი მცველი მინიმუმ 8 მილიონს ითხოვს. ამიტომაც, დიდი შანსია, რომ შეთანხმება არ შედგება.

L’Equipe იტყობინება, რომ „პარი სენ ჟერმენი“ მზადაა შკრინიარი უფასოდ გადაიბიროს და მისთვის სასურველი ხელფასი გადაუხადოს. მოსალოდნელია, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება მიმდინარე თვეში შედგება.

შეგახსენებთ, რომ მილან შკრინიარი „ინტერში“ 2017 წლიდან თამაშობს და 241 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122852