ფეხბურთი

13:32 | 20.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" კიდევ ერთი ტრანსფერი შეათანხმა

ლონდონის „ჩელსი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს და მორიგი ტრანსფერი შეათანხმა. „არისტოკრატები“ პსვ ეინდჰოვენის შემტევ ნახევარმცველ ნონი მადუეკეს დაიმატებენ.

ნიდერლანდური კლუბი 20 წლის შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მადუეკე ინგლისელია და პსვ-ში 2019 წელს გადავიდა, თავიდან ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ხოლო შემდეგ მთავარ გუნდში დააწინაურეს.

მიმდინარე სეზონში მადუეკემ ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113748