ფეხბურთი

23:11 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დუბლი, მესის და მბაპეს გოლები: პსჟ-მ 5:4 მოიგო (+VIDEO)

„პარი სენ ჟერმენი“ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადს ესტუმრა, სადაც ამხანაგური მატჩი „ალ-ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ გაერთიანებულ გუნდებთან ჩაატარა.

როგორც დააანონსებული იყო, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დუელი შედგა! პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პირველად ითამაშა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში გადავიდა და დუბლი შეასრულა.

თუმცა, ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც მეკარეს ადვილად აჯობა. მერე უკვე რონალდუს ჯერი დადგა, რომელმაც კეილორ ნავასის წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა და თავადვე ზუსტად დაარტყა. ტაიმის ბოლოს გუნდებმა გოლები კიდევ გაცვალეს - ჯერ მარკინიოსმა გაიტანა, მერე რონალდუმ დუბლი გაიფორმა! აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს მეორე გოლამდე ნეიმარის გაცუდებული პენალტი იყო, რომელსაც მოჰამაედ ალ-ოვაისმა აჯობა.

მორე ტაიმიც უხვგოლიანი გამოდგა და კიდევ 5 გოლი გავიდა, თუმცა ამჯერად 3 მასპინძელთა კარში. პსჟ-ს რიგებიდან სერხიო რამოსმა, კილიან მბაპემ და უგო ეტიკიტემ გაიტანა. თავის მხრივ, „ალ-ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ რიგებიდან იან ჰიუნ-სოომ და ანდერსონ ტალისკამ შეაგდეს.

„პარი სენ ჟერმენმა“ 5:4 მოიგო, კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა, გოლი ლიონელ მესიმ, სერხიო რამოსმა და კილიან მბაპემაც გაიტანეს. ამრიგად, რიადში ნამდვილი შოუ შედგა.

„ალ-ნასრი“ & „ალ-ჰილალი“ - პსჟ 4:5 (2:2)

გოლები: 0:1 მესი (3), 1:1 რონალდუ (34, პენ), 1:2 მარკინიოსი (43), 2:2 რონალდუ (45), 2:3 სერხიო რამოსი (53), 3:3 ჰიუნ-სოო (56), 3:4 მბაპე (60), 3:5 ეკიტიკე (78), 4:5 ტალისკა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1104