ფეხბურთი

20:19 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაიამიში 25 წლის ინგლისელი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ამერიკული „შარლოტის“ 25 წლის ფეხბურთელი ანტონ უოლკსი ტრაგიკულად, ნავების ავარიის შედეგად დაიღუპა.

როგორც ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიამ გაავრცელა განცხადება, ინგლისელი მცველი უგონო მდგომარეობაში მაიამიში, საწყლოსნო სპორტული არენების მახლობლად იპოვეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. 25 წლის უოლკსის საცოლე და ერთი შვილი ჰყავდა.

„გული გვწყდება ანტონ უოლკსის დაკარგვის გამო, მართლაც საოცარი მამის, მოსიყვარულე და არაჩვეულებრივი ადამიანის. მან გვაჩვენა, რას ნიშნავს, იყო „შარლოტის“ წევრი და მთელი ჩვენი კლუბი გლოვობს ამ ტრაგედიას. ის გავლენა, რომელიც მან მოახდინა გასახდელსა და მთელ კლუბში, არასდროს დაგვავიწყდება. ამჯერად მის შესანიშნავ ოჯახზე ვფიქრობთ და ყოველმხრივ დავეხმარებით“, - თქვა „შარლოტის“ სპორტულმა დირექტორმა ზორან კრნეტამ.

ანტონ უოლკსი „ტოტენჰემის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში ერთხელ ითამაშა. შემდეგ ის ინგლისურ „პორტსმუთსა“ და ამერიკულ „ატლანტა იუნაიტედში“ თამაშობდა, ხოლო 2022 წლიდან „შარლოტის“ წევრი იყო.

0.090281