ფეხბურთი

20:52 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

წყალტუბოს "სამგურალმა" 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუიშ ფერნანდო ბული დაიმატა.

იმერული გუნდის ახალწვეული ამპლუით მარცხენა მცველია და ბოლოს რიო დე ჟანეიროს „ბოავიშტაში" თამაშობდა. ის „სამგურალს“ თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა.

ლუიშ ფერნანდო „ბოავიშტამდეც" ბრაზილიური კლუბების ღირსებას იცავდა. თამაშობდა „ფლუმინენსეს" , „კაბოფრიენსეს" და „ტაუბატეს" ახალგაზრდულ გუნდებში, შემდეგ ,,გრემიო პრუდენტეს" და „იკასას" ფეხბურთელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110184