ფეხბურთი

2:08 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" სერია "კრისტალ პალასთან" შეწყდა

ინგლისის პრემიერლიგაში მე-7 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედი“ „კრისტალ პალასს“ სტუმრად დაუპირისპირდა და გამარჯვებების სერია შეწყვიტა.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ძალიან ახლოს იყო სამ ქულასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.

„წითელი ეშმაკები“ პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა დააწინაურა და ანგარიში გაიხსნა. სტუმრები ამ ანგარიშით 91-ე წუთზე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ქულა მაინც გადაარჩინეს. მაიკლ ოლისემ საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

„მანჩესტერს“ 19 თამაშში 39 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად იყოფს. ტენ ჰაგის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს, სტუმრად ლონდონის „არსენალთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11522