ფეხბურთი

23:16 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას დუბლი და საგოლე პასი კვიპროსის თასზე (+VIDEO)

კვიპროსის თასის მერვედფინალში „აპოელმა“ „არისი“ 4:2 დაამარცხა და მატჩის გმირი გიორგი ქვილითაია იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა.

ქვილითაიამ პირველი გოლი 27-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, 10 წუთში კი დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 39-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა მეკარესთან პირისპირ დალსიო დატოვა, რომელმაც სხვაობა გაზარდა. მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და ნიქოზიელებმა 4:2 მოიგეს, რის შედეგადაც მეოთხედფინალში გავიდნენ.

„აპოელში“ ქვილითაიას გარდა, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ლაშა დვალი და მურთაზ დაუშვილი. გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

0.11247