ფეხბურთი

20:18 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილის, ვოლკოვის და გაფრინდაშვილის გოლები ამხანაგურ მატჩებში (+VIDEO)

გრაცის „შტურმი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგურ შეხვედრაში ლიხტანშტაინის „ვადუცი“ 2:1 დაამარცხა, ოთარ კიტეიშვილმა კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელი თავი მე-11 წუთზე გამოიჩინა, როცა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახდა. ოთარს მიმდინარე სეზონში ოფიციალურ მატჩების გათვალისწინებით 4 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა (14 თამაშში). „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ 33 ქულით მეორე ადგილზეა, ბუნდესლიგა 10 თებერვალს განახლდება, მანამდე გრაცელები რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

დღეს ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა თორნიკე გაფრინდაშვილმაც, რომლის „ზაგლებიემ“ სერბული „გრაფიცარი“ 3:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა თავი 50-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში იმ დროისთვის 2:0 გახადა.

„ზაგლებიე“ პოლონეთის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-15 ადგილზეა და ექსტრაკლასა 28 იანვარს განახლდება. გაფრინდაშვილს პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება დავით ვოლკოვის „საბაჰიც“, რომელმაც სერბული „ვოივოდინა“ 4:2 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი დუბლი შეასრულა. მან ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე მეორეც გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (2:2).

„საბაჰი“ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ 43 ქულით მეორე ადგილზეა, სეზონი კი 26 იანვარს განახლდება. ვოლკოვის აქტივში ოფიციალურ მატჩებში 6 გოლი აქვს გატანილი (21 თამაშში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116972