ფეხბურთი

19:50 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სალერნიტანაში" 48 საათის წინ გათავისუფლებული მწვრთნელი დააბრუნეს

„სალერნიტანას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავიდე ნიკოლა დააბრუნეს. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, მაგრამ ის სულ რაღაც 48 საათის წინ გაათავისუფლეს.

„ატალანტასთან“ მარცხის (2:8) შემდეგ ნიკოლა დაითხოვეს, მაგრამ ორი დღის განმავლობაში სალერნოელებმა ახალი მწვრთნელი ვერ მოძებნეს, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ნიკოლა პოსტზე დაებრუნებინათ. ამრიგად, 21 იანვარს, „ნაპოლისთან“ მატჩში „სალერნიტანას“ ისევ ნიკოლა უხელმძღვანელებს.

მან სალერნოული გუნდი 2022 წლის იანვარში ჩაიბარა, როდესაც გუნდი სერია A-ს ღრმა აუტსაიდერი იყო და თითქოს გავარდნისგან ვერაფერი იხსნიდა, მაგრამ ნიკოლამ „სალერნიტანაში“ სასწაული მოახდინა და გუნდი ელიტაში დატოვა. მიმდინარე სეზონში სალერნოული გუნდი 18 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-16 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114381