ფეხბურთი

0:20 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირლო თურქ მსაჯებზე: "თუ ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია, მაშინ თამაშს აზრი არ აქვს"

თურქული „კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო თურქ მსაჯებს გაუბრაზდა. იტალიელმა სპეციალისტმა „ქასიმფაშასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე ღიად ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ყველაფერს წინასწარ წყვეტენ და ფეხბურთელების მოედანზე გასვლას აზრი არ აქვს:

„ჩვენ გავაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს, მაგრამ მსაჯებმაც უნდა გაანალიზონ და გააცნობიერონ, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ასეთი ეპიზოდების შემდეგ მთელი კვირა მუშაობას აზრი არ აქვს. თუ მათ ყველაფრის თავიდანვე გადაწყვეტა სურთ, მოედანზე გასვლას აზრი არ აქვს. სუპერლიგის ყველა მატჩში რაღაც უცნაური ეპიზოდია, სამწუხაროდ, მიზეზი არ ვიცით. მსაჯებზე პრეტენზია მხოლოდ ისეთ დიდ გუნდებს არ აქვთ, როგორებიც „ფენერბაჰჩე“ და „გალათასარაია“, მაგრამ ყველა მატჩში უყურეთ, რა ხდება“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო „კარაგუმრუკში“ გასული წლის ზაფხულიდან მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110845