ფეხბურთი

19:20 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მუდრიკი "ჩელსის" ფეხბურთელია

უკრაინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი მიხაილო მუდრიკი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მუდრიკმა "შახტარის" თურქული შეკრება დატოვა, ლონდონში სამედიცინო შემოწმება გაიარა და დღეს "ჩელსი" - "კრისტალ პალასის" მატჩსაც სტადიონზე დაესწრო. მან ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ 100 მილიონ ევრო შეადგინა - „შახტარმა“ 70 მილიონი პირდაპირ მიიღო, 30 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს. ეს უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა.

საინტერესოა, რომ მუდრიკის გადაბირებას ბოლო ორი კვირა „არსენალი“ ცდილობდა და შეთანხმებაც ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში „ჩელსი“ ჩაერთო, რომელმაც უკრაინულ გუნდს უკეთესი პირობები შესთავაზა და „არსენალს“ აჯობა.

22 წლის მუდრიკმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მთლიანობაში კი „შახტარის“ მაისურით 44 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი. უკრაინის ნაკრებში მის ანგარიშზე 8 თამაშია, თუმცა გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123436