სხვა

2:01 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელმა ბრინიონემ ავსტრიაში სუპერ-გიგანტის რბოლა მოიგო

იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ, ავსტრიის სენტ ანტონ ამ არლბერგში, მსოფლიო თასის სუპერ-გიგანტის რბოლა მოიგო. 32 წლის სამთო მოთხილამურისთვის, ეს ამ სეზონში მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.

მან ტრასა 1 წუთსა და 00.21 წამში გაიარა და კარიერაში მსოფლიო თასის სუპერ-გიგანტის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მერვედ ავიდა. მან 0.54 წამით ჩამოიტოვა შვეიცარიელი ჯოანა ჰალენი. მესამეზე კი ასევე შვეიცარიელი, ლარა გუტ-ბერამი გავიდა.

„აღფრთოვანებული და ამაყი ვარ იმით, რაც მე დღეს ამ ფერდობზე შევძელი. სეზონი მართლა ძალიან ცუდად დავიწყე. სწრაფ თხილამურებზე თავდაჯერება მაკლდა. ახლა კი სიჩქარეც და თავდაჯერებაც დამიბრუნდა და ვიცი, რომ ყველაფერი შემიძლია“, - განაცხადა ბრინიონემ, ვინც ამ სეზონში ხუთ ჩქაროსნულ რბოლაში იასპარეზა და მხოლოდ ერთხელ შეძლო ათეულში შესვლა.

რბოლაში არ გამოსულა ამერიკელი მიკაელა შიფრინი, ვინც კორტინა დ’ამპეცოს რბოლებისთვის ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118892