ფეხბურთი

23:09 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ვერ მოიგო და "ნაპოლის" უპირატესობა გაიზარდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ში „ნაპოლის“ უპირატესობა მე-18 ტურის შემდეგ გაიზარდა და თუ წინა ტურის შემდეგ „იუვენტუსსა“ და „მილანს“ 7-7 ქულით უსწრებდა, ახლა უკეთეს ვითარებაშია, რადგან უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს.

უახლოესი მდევარი კი „მილანია“, რომელიც სტუმრად „ლეჩესთან“ მარცხს გადაურჩა. „როსონერიმ“ თამაში კატასტროფულად დაიწყო და მესამე წუთზე ტეო ერნანდესის ავტოგოლით ჩამორჩა. „ლეჩემ“ სწრაფი გოლის შემდეგ აგრესიული თამაში გააგრძელა და 20 წუთში ფედერიკო ბასკიროტოს გოლით უპირატესობა გააორმაგა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ და მილანელები გოლს რამდენჯერმე გადაურჩნენ.

მეორე ნახევარში კი თამაშის სცენარი შეიცვალა და „მილანმა“ ქულა მაინც გადაარჩინა. ჯერ რაფაელ ლეაომ შეამცირა სხვაობა, 71-ე წუთზე კი დავიდე კალაბრიამ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში სტეფანო პიოლის გუნდმა მეტი ვეღარ მოახერხა, უფრო მეტიც, გამარჯვების გოლთან ახლოს მხოლოდ „ლეჩე“ იყო. საბოლოოდ, ფრე 2:2.

ამრიგად, სერია A-ს „ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერობს, „მილანი“ 38 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „იუვენტუსს“ 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზეა.

„ლეჩე“ – „მილანი“ 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ტეო ერნანდესი (3, ა.გ), 2:0 ბასკიროტო (23), 2:1 ლეაო (58), 2:2 კალაბრია (71)

0.12224