ქართველი ლეგიონერები

20:09 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიამ ისრაელში მე-5 გოლი გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა

ქართველი შემტევი ისრაელის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ჰაპოელ თელ ავივს“ დაუპირისპირდა და სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.



მეორე ტაიმის სტარტზე გატანილი გოლით „ჰაპოელი“ მატჩს იგებდა, თუმცა მე-60 წუთზე თავი ქართველმა შემტევმა, ლევან კუტალიამ გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში სიტუაცია აღარ შეცვლილა და საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს გოლი ლევან კუტალიასთვის ისრაელის ჩემპიონატში რიგით მე-5 იყო. აღსანიშნავია, რომ გატანილი გოლის შემდეგ, ქართველმა შემტევმა მაისური აიწია, მის ქვეშ კი მეორე მაისური გამოაჩინა, რომელზეც ეწერა: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.

დღევანდელი ფრის შემდეგ „სექცია ნეს ციონას“ 18 ქულა დაუგროვდა და ცხრილის ქვედა ნაწილში, მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველი შემტევის გუნდი 21 იანვარს, „სახნინის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.115108