ფეხბურთი

22:09 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ალე ფეხბურთს ჰეთ-თრიქით დაუბრუნდა (+VIDEO)

„დორტმუნდის“ თავდამსხმელი სებასტიან ალე ქიმიოთერაპიისა და ოპერაციების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და თამაში დაიწყო.

კოტ დივუარელმა ფორვარდმა ბოლო სამ დღეში მეორედ ითამაშა და დღეს „ბაზელთან“ ჰეთ-თრიქიც შეასრულა. ალემ 61-ე წუთიდან ითამაშა, გოლები კი 7-წუთიან ინტერვალში გაიტანა.

„დორტმუნდმა“ „ბაზელი“ 6:0 გაანადგურა და ბუნდესლიგის სეზონის მეორე ნაწილისთვის აქტიურად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ალეს გასულ ზაფხულს ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და მას შემდეგ მკურნალობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120289