ფეხბურთი

21:02 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილი: "დარიო სრნა ლეგენდაა და ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა, რომ მის პოზიციაზე ვთამაშობ"

დონეცკის „შახტარმა“ გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა და ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინულ გუნდში პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისთვის ორმაგი მოტივაციაა, რომ დარიო სრნას პოზიციის ფეხბურთელია და მოლოდინის გასამართლებლად ყველაფერს გააკეთებს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს ასეთი შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ ეს ტრანსფერი შედგა. ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ძალიან თბილად დამხვდნენ და ბედნიერი ვარ. პირველად ნოემბერში გავიგე ტრანსფერის შესახებ და პირველი სიხარული ჩემს მეუღლეს გავუზიარე. დარიო სრნასთან ვისაუბრე, შემდეგ მთავარ მწვრთნელთანაც მქონდა საუბარი და ეს ორმაგი მოტივაცია იყო.

რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ დარიო სრნა ლეგენდაა და ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა, რომ მის პოზიციაზე ვთამაშობ. ვეცდები, რომ ეს მოლოდინი გავამართლო. ჩემი მიზანია „შახტართან“ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო, რადგან ძალიან ამბიციური გუნდია და ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად“, - თქვა გოჩოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და 85 მატჩში 8 გოლით და 12 საგოლე პასით გამოირჩა. მას საქართველოს ნაკრებში დებიუტი მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა და ასევე არის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის მაისურით 7 მატჩი აქვს ჩატარებული. გიორგიმ „შახტართან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116332