ავტოსპორტი

2:35 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოებმა ზედიზედ მეოთხე ეტაპი მოიგო, ალ-ატია ისევ ლიდერია

დაკარის რალი მარათონის ეტაპებს ისევ სებასტიან ლოები იგებს, ლიდერობას კი კვლავ მოქმედი ჩემპიონი, ნასერ ალ-ატია ინარჩუნებს, ვისაც დაკარის მეხუთედ მოგების რეალური შანსი აქვს.

რალის ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონ ლოებს (ბაჰრეინ რეიდ Xტრიმი) მიმდინარე დაკარზე უკვე ხუთი ეტაპი აქვს მოგებული. მაგრამ ჯერ ისევ მესამე ადგილზეა. მაგრამ მიდროდ მიუახლოვდა მეორეზე მყოფ ბრაზილიელ ახალბედა ლუკას მორაეშს (ოვერდრაივ რეისინგი), ვისაც ცხრა წუთზე ოდნავ მეტით ჩამორჩება. მე-11 ეტაპზე ლოებმა ორი წუთით და 16 წამით აჯობა თანამემამულე გერლენ ჩიჩერიტს (GCK მოტორსპორტი).

„ჩვენთვის კარგი ეტაპი იყო. დიუნებში ერთხელ ბორბლის შეცვლამ მოგვიწია. ამის გასაკეთებლად, კარგი ადგილის შერჩევა საკმაოდ გაგვიძნელდა. ამაზე საკმაოდ დრო დავკარგე. თუმცა სხვა მხრივ, კარგი რიტმი მქონდა. თავი არ დამიზოგავს“, - განაცხადა ლოებმა.

ალ-ატია (ტოიოტა) ამჯერად მეხუთე იყო. ის საათსა და 21 წუთს უგებს მორაეშს. ის ამბობს, რომ უშეცდომოდ იასპარეზა და მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, რომ 274-კილომეტრიანი ეტაპის ფინიშამდე მისულიყო. ის იმითაც კმაყოფილი დარჩა, რომ მანქანას პრობლემა არ შექმნია და ტექნიკურ პერსონალს მთელი ღამე მუშაობა არ მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111333