ფეხბურთი

1:55 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "ბეტისს" პენალტებით აჯობა: "ელ კლასიკო" ფინალში

კატალონიის „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში სევილიის „ბეტისი“ დაამარცხა და ტიტულისთვის ფინალში ითამაშებს.

„ბარსა“ ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც პენალტების სერიამ გადაწყვიტა ყველაფერი. კატალონიელები მე-40 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა, რასაც 77-ე წუთზე ნაბილ ფეკირმა უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროც ასე დასრულდა.

დამატებით დროში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს: ჯერ ანსუ ფატიმ გაიტანა, მერე ლორენ მორონმა - 2:2.

პენალტების სერიაში გმირი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყო, რომელმაც ხუანმისა და ვილიამ კარვალიოს დარტყმები მოიგერია, საპასუხოდ კი ბარსელონელებმა ოთხივე პენალტი ზუსტად დაარტყეს და ფინალში გავიდნენ.

„ბარსელონა“ სუპერთასისთვის 15 იანვარს, მადრიდის „რეალს“ შეხვდება, ასე რომ წინ „ელ კლასიკოა“.

„ბეტისი“ – „ბარსელონა“ 2:2 პენ: 2:4 (0:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (40), 1:1 ფეკირი (77), 1:2 ფატი (93), 2:2 მორონი (101)

0.109074