ფეხბურთი

0:49 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ყოფილი ხელმძღვანელების მიმოწერაში მესი კანალიზაციის ვირთხადაა მოხსენიებული

„ბარსელონას“ ყოფილი ხელმძღვანელობა ჟოზეპ მარია ბართომეუს ხელმძღვანელობით მორიგ სკანდალში გაეხვა.

ესპანურ მედიაში გამოქვეყნდა მესიჯების სქრინები, რომელიც კლუბში ხელმძღვანელებს ეკუთვნით და რომელშიც ლიონელ მესის, როგორც კანალიზაციის ვირთხას მოიხსენიებენ.

კლუბის ყოფილი იურიდიული დირექტორი რომან გომეს პონტიმ მესი ბართომეუს გაუგზავნა და მესის „კანალიზაციის ვირთხა“ უწოდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მაშინ მესიმ ხელფასის შემცირებაზე უარი თქვა. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, მესიმ ხელმძღვანელობას მოსთხოვა, რომ ლუის სუარესის ხელფასსაც არ შეხებოდნენ.

„ბართო, ამ „კანალიზაციის ვირთხასთან“ კარგი ადამიანი ვერ იქნები. მას კლუბმა ყველაფერი მისცა, მან კი ტრანსფერებსა და სპონსორებთან დიქტატურა დაამყარა. ახლა ის გვაშანტაჟებს, „წყნარი ჯუჯა“, რომელიც „ბარსელონას“ სიცოცხლეს ეფიცება. გვეუბნება, რომ ხელფასები სხვებს დავაკლოთ, მას და სუარესს კი არ შევეხოთ“, - წერია მესიჯში.

შეგახსენებთ, რომ ბართომეუ „ბარსელონას“ პრეზიდენტი აღარ არის და გუნდში აღარც პონტი მუშაობს. თავის მხრივ, „ბარსა“ 2021 წელს ლიონელ მესიმაც დატოვა, რადგან კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა.

0.117588