ფეხბურთი

21:12 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ერვე რენარმა ბელგიის ნაკრებში დასაქმება უარყო

ბელგიის ეროვნულ ნაკრებს საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერვე რენარი დაუკავშირეს. თუმცა, ფრანგმა სპეციალისტმა ეს ინფორმაცია უარყო.

როგორც ცნობილია, ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მწვრთნელს ვაკანსიით და განაცხადების მიხედვით ეძებს. რენარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციისთვის არ მიუმართავს.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგიის ნაკრების მწვრთნელობაზე წინადადება წარვადგინე, სრული სიცრუეა“, - დაწერა რენარმა ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები რობერტო მარტინესის გუნდიდან წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113778