ფეხბურთი

22:33 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტის და ჯენარო გატუზოს ცივი შეხვედრა (+VIDEO)

კარლო ანჩელოტისა და ჯენარო გატუზოს შორის როგორც ჩანს, ძველებურად იდეალური და კარგი ურთიერთობა აღარ არის.

ჯერ იყო და ანჩელოტიმ „ვალენსიისა“ და „რეალის“ მატჩის წინ ისაუბრა, რომ გატუზოსთან ურთიერთობა ისეთი აღარაა, როგორიც წლების წინ იყო, მერე კი უშუალოდ თამაშის დროსაც არცთუ თბილად შეხვდნენ. ყოველ შემთხვევაში ისე ნამდვილად არა, როგორც წლების მეგობრებს შეეფერება.

შედეგად, გასაკვირი არაა, რომ „პაპა კარლოსა“ და „რინოს“ შეხვედრა მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ჯენარო გატუზოს მწვრთნელი „მილანში“ 8 წლის განმავლობაში იყო და ერთად არაერთი ტიტული მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11234