ფეხბურთი

17:33 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ პასტორე კარიერას „კატარში“ განაგრძობს

ერთ დროს უნიჭიერესი არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ პასტორე სათამაშოდ საფეხბურთო კლუბ „კატარში“ გადავიდა.



არგენტინელი ფეხბურთელი „პალერმოში“ ძალიან კარგად გამოიყურებოდა, რის გამოც „პარი სენ-ჟერმენის“ ყურადღებაც დაიმსახურა და 2012 წელს ის ფრანგული კლუბის ამბიციური პროექტის ნაწილი გახდა.

პირველ სეზონში ის ძალიან შედეგიანი იყო, თუმცა წლების გასვლასთან ერთად როგორც მისმა სათამაშო წუთებმა, ასევე მისმა შედეგიანობამაც იკლო. საბოლოოდ, იგი „რომაში“ გადავიდა და მისმა რეგრესმაც სერიოზული სახე მიიღო.

პასტორემ იტალია 2021 წელს დატოვა. ის ესპანურმა „ელჩემ“ აიყვანა, სადაც 16 მატჩი ჩაატარა, თუმცა შედეგიანი ქმედებით არ გამორჩეულა. საბოლოოდ, როგორც ყველა მსგავსი კარიერის მქონე ფეხბურთელი, მანაც აზიის კონტინეტს მიაშურა და საფეხბურთო კლუბ „კატართან“ გააფორმა კონტრაქტი, სადაც 7 ნომრით იასპარეზებს.

ცოტა ხნის წინ პასტორემ საფრანგეთიდან წასვლის მიზეზიც გამოააშკარავა. პასუხი მარტივი იყო: „იქ სათამაშოდ დონე არ მქონდა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110137