ფეხბურთი

15:30 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბრენტფორდ B“-ში რომეო ბექჰემის დებიუტი შედგა, რომელსაც თვალი დევიდმაც მიადევნა

„ბრენტფორდის“ მეორე გუნდში London Senior Cup-ზე რომეო ბექჰემის დებიუტი შედგა, მის თამაშს კი მამამისი, დევიდ ბექჰემიც ადევნებდა თვალს.



რომეო ბექჰემის გუნდი London Senior Cup-ის მესამე რაუნდში ინგლისის რანგით მეცხრე ლიგის გუნდს, „ერით ენდ ბელვედერს“ ეთამაშებოდა, 20 წლის ფეხბურთელი კი მოედანზე მატჩის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა. საბოლოოდ მისმა გუნდმა მატჩი 3:2 მოიგო.

საკუთარი შვილის თამაშს თვალყურს ლეგენდარული ინგლისელი, დევიდ ბექჰემიც ადევნებდა, რომელიც ტრიბუნებზე ჰუდით იჯდა, მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრებისგან თავის დასაღწევად ღობეზე გადაძვრა და სტადიონიდან ისე გაიპარა.

რომეო ბექჰემი „ბრენტფორდ B“-ს იჯარით „ინტერ მაიამიდან“ შეუერთდა, რომელიც მამამისის, დევიდ ბექჰემის საკუთრებაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110543