ფეხბურთი

11:52 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა - „ოქსფორდთან“ გამარჯვების შესახებ: „ასეთი მატჩების მოგება ყოველთვის რთულია“

ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში, რიგით მესამე დივიზიონის გუნდთან, „ოქსფორდ იუნაიტედთან“ მოგების შემდეგ (3:0), „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი მატჩების მოგება რთულია. სამივე გოლი მე-60 წუთის შემდეგ გავიდა.

„ოქსფორდთან“ შეხვედრაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფიზიკურ მომზადებას. ასეთი მატჩების მოგება ყოველთვის რთულია. მეტოქე მართლაც მიზანმიმართული გუნდი გახლდათ და არაფრის დათმობას აპირებდა. ჩვენ კი თავიდან ბურთის უკეთ კონტროლი გვმართებდა.

მეორე ტაიმში ყველაფერი დავალაგეთ და შედეგიც კარგი გამოვიდა.“ - უთხრა ესპანელმა სპეციალისტმა კლუბის პრესსამსახურს.

თასის 1/16 ფინალში „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.139979