ფეხბურთი

11:20 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ ლუკაკუს სავარაუდოდ იჯარას აღარ გაუგრძელებს

მილანის „ინტერის“ შემტევი, რომელუ ლუკაკუ, კვლავ ტრავმირებულია. მას მარცხენა მუხლის მყესის ანთება აქვს. ამისდაკვალად, ის იტალიის თასის ხვალინდელ მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს „პარმასთან“ - გვამცნობს Sky Sport Italia.

რამდენიმე დღეს ბელგიელი ინდივიდუალურად ივარჯიშებს და „ვერონასთან“ შაბათის მატჩის წინ, ექიმები მის მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეაფასებენ.

ეს მიმდინარე სეზონში ლუკაკუს უკვე მესამე ტრავმაა. მანამდე მან იმავე დაზიანების გამო „ინტერის“ 12 შეხვედრა გამოტოვა. ფეხბურთელს აგვისტოდან ოქტომბრამდე არ უთამაშია. ოქტომბერ-ნოემბერში კი ყველაფერს ბარძაყის ტრავმაც დაემატა.

„ინტერის“ ხელმძღვანელობა სერიოზულადაა ლუკაკუს ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებული. მოგეხსენებათ, ბელგიელი „ჩელსის“ საკუთრებაა და იტალიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით არის განათხოვრებული. „ნერაძური“ იჯარის გაგრძელებას 2023 წლის ზაფხულიდანაც გეგმავდა, მაგრამ ახლა, შესაძლოა, თავი შეიკავონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111944