ფეხბურთი

12:53 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, ანტონიმ 100 000 ფუნტიანი BMW დაამტვრია

ცნობილი გახდა, რომ ახალი წლის წინა ღამეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ანტონიმ 100 000 ფუნტიანი BMW ავტობანზე დაამტვრია, თავად კი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.



ბრაზილიელმა შემტევმა წინა დღით „ვულვზის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 4 იანვარს, „ბორნმუთის“ წინააღმდეგ ის შემადგენლობაში არ გამოჩენილა.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე ბრაზილიელის სახლთან ახლოს, M56 გზატკეცილზე გამოჩნდა, სადაც ანტონის X6 დამტვრეული იპოვეს. სამართალდამცავებმა ბრაზილიელს ალკოტესტი ჩაუტარეს და მანქანა გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, ავარიის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ახალგაზრდა ბრაზილიელი „წითელ ეშმაკებს“ გასულ ზაფხულს, 95 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110307