ფეხბურთი

17:07 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალავიძემ "დინამო ბათუმი" დატოვა

„დინამო ბათუმის“ რიგები გამოცდილმა მეკარე მიხეილ ალავიძემ დატოვა. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი ამოიწურა და ის არ გახანგრძლივებულა.

ალავიძე „დინამო ბათუმში“ ბოლო წლებში თამაშობდა და ერთი პერიოდი გუნდის მთავარი მეკარე იყო, ლაზარე კუპატაძის გუნდში მისვლის შემდეგ მეორე მეკარე გახდა, მაგრამ გასული წლის ზაფხულიდან ისევ სასტარტო პოზიციაზე დაბრუნდა.

35 წლის ალავიძეს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „ოლიმპში“, „ლოკომოტივსა“ და ლანჩხუთის „გურიაში“.

0.129029