ფეხბურთი

21:20 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა „ვილიარეალთან“ წააგო

მადრიდის „რეალი“ ესპანური პრიმერას მე-16 ტურში სტუმრად „ვილიარეალთან“ 1:2 დამარცხდა და დაწინაურების შანსი დაკარგა. „სამეფო კლუბი“ და „ბარსელონა“ 38-38 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. კატალონიელები კვირას, 8 იანვარს სტუმრობენ „ატლეტიკოს.“

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 47-ე წუთზე კი ანგარიში მასპინძელმა ერემი პინომ გახსნა. ერთი საათის თავზე კარიმ ბენზემამ პენალტით გაათანაბრა. მაგრამ სამ წუთში მსაჯმა საპირისპირო მხარეს დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ასევე ზუსტად შეასრულა ჟერარ მორენომ.

საბოლოოდ - 2:1.

0.113186