ფეხბურთი

15:10 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და შესაბამისად, საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2026 წლის ზაფხულამდე იმუშავებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

დეშამის მუშაობით ფრანგული ფეხბურთის ხელმძღვანელები კმაყოფილი არიან და შეთანხმებას ადვილად მიაღწიეს. დეშამის ახალი კონტრაქტი კი იმას ნიშნავს, რომ ზინედინ ზიდანს საკლუბო ფეხბურთში მოუწევს სამსახურის მოძებნა, რადგან „ზიზუს“ პირველი მიზანი სწორედ ნაკრებში მუშაობა იყო, მაგრამ დეშამი „მამლებს“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაწვრთნის.

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან ავარჯიშებს და მას შემდეგ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოაგებინა. გარდა ამისა, თითოჯერ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო.

ამ პერიოდში საფრანგეთის ნაკრებმა დეშამის ხელმძღვანელობით 139 მატჩიდან 89 მოიგო, 28-ჯერ ფრეს დასჯერდა და 22 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099418