ავტოსპორტი

22:20 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეტი ფორმულა 1-ში „კადილაკთან“ ერთად შევა

სულ სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც FIA-ს პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ სულაიემმა გამოაცხადა, რო ფორმულა 1-ში ახალი, მე-11 გუნდის დასამატებლად, კანდიდატების შერჩევის პროცესი იწყება და პირველი მსურველი უკვე გამოჩნდა. ესაა ფორმულა 1-ის ამერიკელი ჩემპიონის, მარიო ანდრეტის შვილი მაიკლ ანდრეტი და მისი გუნდი.

ანდრეტის 2021 წელს „ზაუბერის“ შესყიდვა სურდა, მაგრამ მაშინ გეგმა ჩავარდა, შვეიცარიულმა გუნდმა პარტნიორად „აუდი“ შეარჩია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში 2026 წლიდან ჩაერთვება. მაგრამ ამან ანდრეტი ვერ გატეხა და მან განცხადა, რომ ფორმულა 1-ში ჩართვის გეგმებზე უარს არ იტყვის.

ამასთან, ანდრეტიმ განაცხადა, რომ ამას რომელიმე ავტო კომპანიასთან ერთად არ გააკეთებს. თუმცა სიტუაცია შეიცვალა და ცნობილი გახდა, რომ ფ1-ში „ანდრეტის“ პარტნიორი „ჯენერალ მოტორსი“ და მისი პრემიუმ ბრენდი „კადილაკი“ იქნება.

ახალი გუნდი სრულად ამერიკული იქნება, მისი შტაბ-ბინა კი ამერიკული ავტოსპორტის მექაში, ქალაქ ინდიანაპოლისში განლაგდება. გუნდს ევროპული ბაზაც ექნება. ცნობილია, რომ „ანდრეტი მოტორსპორტისთვის“ ძრავებს „კადილაკი“ შეიმუშავებს და დაამზადებს. როდისთვის იგეგმება დებიუტი, ამაზე ჯერ არაფერია ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111636