ფეხბურთი

18:48 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბენუა ბადიაშილე "ჩელსის" ფეხბურთელია

ლონდონის „ჩელსიმ“ „მონაკოდან“ ფრანგი ფეხბურთელი ბენუა ბადიაშილე შეიძინა. ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის მცველის ტრანსფერის ღირებულებამ 38 მილიონი ევრო შეადგინა და კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ბენუა ბადიაშილე „მონაკოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2018 წლიდან 135 მატჩში 6 გოლი გაიტანა, საფრანგეთის ნაკრებში კი 2 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115466